პოეზია · ლირიკა
ია-სამანი
გზის პირას დაგელოდები _ სახსრებში გადალეწილი,ფერებს იოლად ვერ დავთმობ, მზისგან ვარ გამოძერწილი;ვიდრე დავმჭკნარვარ უსულოდ, გამომისყიდე, წაწალო,იქნებ, მე და შენ იმ ერთ ქალს სასწაულები ვაწამოთ?!ია ვარ, ია _ სამანი, სიცოცხლისათვის მიჩუქეს,ჩემი სხეული გზის პირას ჩემგან ტკივილებს იშუშებს...