პოეზია · ლირიკა
წილის ყრა
ვაჟა-ფშაველა 1861–1915
სკამს იჯდა ბაბურაულიგუდანს გუდანის ჯვარშია, -გარეთ იყოფდენ ნადავლსა,ჩოჩქოლი ისმის ჯარშია.წილის ყრა არი, ცილობაათას ცხვარს, ორას ხარშია.გმირს არ აჯავრებს ნადავლი,შეკრული არის წარბშია,სახელს ვერ გასცვლის დავლაზე,მით არ ერევა ხალხშია,არაფრად იმჩნევს ჭრილობას,ნატყვიარი სჭირს მკლავშია.წინ უზის ჩოქზე დასტური,შავს ლუდს უმატებს თასშია.“ვინაც მადლს სჩადის, სანთელიმისი არ ჰქრება ცაშია.გამრავლდეს შენფერეებიგუდანის ჯვარის ყმაშია!”დასტური ბაბურაულისქების სიტყვების თქმაშია:“უჯიშო-უხეირონიგამოსადეგნი რაშია?!კაი ბიჭობას იჩენენმარტოკა ლუდის სმაშია.ულვაშებ-დაწკეპილებიწამოსხდებიან თავშია.
შენფერა, ბაბურაულო,არავინა გვყავ მთაშია.იცოცხლე, დიდხანს იცოცხლე!”დასტურმაც კონჩხას ასწია.წილის მყრელები შავარდნენბაბურაულთან ხატშიადა უთხრეს: “თავისი წილიწამო, წაიღე, ბერდია!”ხელს იქნევს ბაბურაული,მაღლა ასწია მკერდია:- “თქვენ იყოს, სხვა არა მინდა,ბიჭებო, ლუდის მეტია”.- “რად არ? საკარგყმოც შენ გერგო,ხარი თორმეტზე მეტია.მომდურავ არვინა რჩება,ყველას უღიმის ბედია”.- “არ მინდა, გეტყვით, გაიგეთ,იქმნას, რაც დამიყბედია:მე არ ავიღებ არაფერს”.კვლავ ეუბნება ბერდია:“ასე მაქვს ხატთან პირობა,კვლავც შეგვეწევა ღმერთია -თქვენ იყოს, თქვენი, ჩემ წილი,თხაც კი არ მინდა ერთია”.
უთხრა და თან გაიბრუნაგვერდზე მორგვივით ქედია.
1905