↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წიწილა

ვაჟა-ფშაველა 1861–1915

2011-06-121 წთ საკითხავი21095 ნახვა

—
ქორმა წიწილა წაიღო,იძახდა “წიავ-წიავსა!”წიწილის თეთრი ბუმბულიველად გაჰქონდა ნიავსა...ღვარი წავიდა სისხლისა,წალეკა მთა და ბარია:არაგვს გზა დაათმობინადა გადათელა მტკვარია.ისმოდა ბებრის ეზოშიკრუხის ქვითინი მწარია...მოჰსლოდენ მოკეთეები:კრუხნი, მამლები, ვარია, -ნათესაობა კრუხისა,მთელი იმისი გვარია.ცრემლი იქცევა ქათმების,დიდი გლოვა და ზარია...
1890 წ.
ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი