↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ძველი მინიატურები

ბოლქვაძე ზაურ

2011-09-122 წთ საკითხავი11105 ნახვა

—
* * *ჩვენვიბრძოდით შენთვის! დავიხოცეთ შენთვის, -ჩვენი საფლავების მომვლელო და მცველო!ჩვენი საზრუნავი იყო ერთადერთი:შენი გადაქცევა მთლიან საქართველოდ!დღეს შენ მთლიანი ხარ! ღმერთმა გადღეგრძელოს!
* * *ნუ ქნას ბნელი საფარველად შენდა!წინ გიძღოდეს უნათლესი აზრი!დიდი ენა - მოსაუბრე ღმერთთან -დაიცავი უწმინდესი ტაძრით!
* * *ახლა, როდესაც გადიდებენ, ყველგან გისმენენ,ახლა, როდესაც ქართველთ ძმობის ხატად იქცევი, -ჩადენილ ცოდვით, დედავ, შვილებს ნუ მოიხსენებ,მოიხსენიე დათესილი მათგან სიკეთით!
* * *რამდენ აკვანსაც ჩვილებს დაურწევ,შვილებს სიცოცხლის გზას გაუგრძელებ, -იმდენ შენს ქებას დღე დღეს აუწყებსდა ღამე ღამეს გადაუმღერებს!
* * *თავისუფლების, გამარჯვების ღირსი ერი ხარ!დაბადებიდან საკუთარი ლუკმით იზარდე!კურტხეულ იყავ, შემწე იყავ, მიწიერ იყავუკუნისამდე! უკუნითი უკუნისამდე!
* * *ჩვენო სააკვანე და ჩვენო საკუბოევ!ჩვენო საღიმილევ და ჩვენო საცრემლევ! -დამიმალამოე შენთვის დაგულ პოეტსტკივილი, საფლავშიც რომ აღარ მასვენებს!
* * *შენი ბრძოლების მატიანეს, აბა, ვინ წაშლის?!გაგიმარჯვნია შემოსეულ უთვალავ მტერზე!ბევრჯერ მოგაგეს შენ ბოროტი კეთილსა წილ,სიყვარულის წილ - სიძულვილი მოგაგეს ბევრჯერ!
* * *შენთვის აღვენთე, შენთვის ვიბრწყინე,ვუდარაჯებდი კარავსა შენსა...და, განწმენდილი შენთვის შვიდწილად,შენს წმინდა მიწას ჩავეწნე ფესვად.
* * *როცა მოედო შენი ზეცის თაღებს ნათელიდა სიხარული მოგაფინა კიდით-კიდე,როცა აღსდექი, აღზევდი და აღემართენი, -დიდება იმ დღეს - დაუვიწყარს! დიდება იმ დღეს!

ბოლქვაძე ზაურ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი