↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წეროები

ბოლქვაძე ზაურ

2011-09-121 წთ საკითხავი11106 ნახვა

—
მიფრინავენ!..ზეცა მოანაღვლიანესშემოდგომის მიწურულზე წეროებმა!..დაუღლელი გზის გამკვლევი დაღლიათ დასამხრეთის ქარს მთელი მწკრივი ეწირება!..
მიფრინავენ!ცის სილურჯეს აშავებენდა ყივილით შველას სთხოვენ აღარავის!..ემძიმებათ დანისლული გზა-შარები,დიდი მთები - მარადისად ჭაღარები!..
მიფრინავენ!..და საფრენი არ ილევა!..აკავებენ ამოვარდნილ გულებს მკერდით!..მიფრინავენ და მიჰყვებათ გაფრთხილებადჩამორჩენილ წეროს ბედი!..
მიფრინავენ!..არც იციან: ზეცის გზებიგრძელდებიან, მოკლდებიან?..შორს კი, შავ ზღვას ის წუთები ესიზმრება,ქარიშხლით რომ წეროები მოკვდებიან!..

ბოლქვაძე ზაურ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი