პოეზია · ლირიკა
* * * ატამი და ნუში ერთად
ატამი და ნუში ერთად,გზა და მერე გზისპირ დარდი,გათენება სულში ფეთქავს,ტკბილი დედის რძის სინათლით.
გზის დასასრულს ვაკვირდები,გზა კი მიდის სიკვდილამდე,დრომ ამინთო მაყვლის თმებშიტკბილი დედის რძის სინათლე.
რომ სიცოცხლე მყვარებოდათქვენ აღმართეთ, მეგობრებო,ჩემი ლექსის ბწკარებო დაჩემი დარდის მეკობრენო.
თმებზე დროთა თოვლი მოდისდა მითენებს ღამეს თეთრად,მე სიცოცხლეს ვტოვებ როდი -ჩვენ სიკვდილშიც ვივლით ერთად!
ნეტავ ისე მყვარებოდით,ვით ღირსნი ხართ, მეგობრებო,ჩემი ლექსის ბწკარებო დაჩემი დარდის მეკობრენო.