პოეზია · ლირიკა
* * * გარდა მზისა და გარდა სინათლისა
გარდა მზისა და გარდა სინათლისამე კიდევ მინათებს რაღაც!გარდა მიწიერი ხმისა,კიდევ ჩამჩურჩულებს რაღაც.
ჩემში შემოდიან ძალნი იდუმალნიჩუმად, უდრტვინველად, ლაღად...გარდა ცრემლების და გარდა მოწყენისაკიდევ მაიძულებს რაღაც:
მოგძებნო, ამოვიდე შენტან,ბედის ბილიკებით, მაღლა...და მაგ ზღვა თვალებში სული გადავკარგომარადის მშფოთვარე ტალღად!..
გარდა თვალთა შენთა მიუწვდომლობისაზეცად მომიწოდებს რაღაც,გარდა სიკვდილის და გარდა უშენობისმიწისკენ მეძახის რაღაც!..