↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ფიქრებს ნუ მიშფოთებ

გიორგაძე ნონა

2013-05-121 წთ საკითხავი436 ნახვა

—
ფიქრებს ნუ მიშფოთებ, ცუდფიქრო...ადექი, გაუდექ გზას.ეწვიე უნდილს და ურითმოს...ვინაც რომ გაგიღებს კარს.სუნთქვას მიჩერებ, ტიალო,თავნება, გულზვიად ქალს.ავირჩევ უფსკრულს ან ფრიალოს,შენ კი არ შეგაჭმევ თავს.იმ ბიჭსაც აცნობე, ქარებსანუ დაედევნება ჩქარს,ნაწნავით ავუკრავ თვალებსავიფიცავ, შევამთხვევ ავს.თუ ჰფიქრობს: თავს შემაყვარებსა,ჩემს სტრიქონს დაუდებს ზავს,თეთრად ვატეხინებ ღამესა,შევაჩვევ ლოდინს და ჯავრს.სუყველა გადაეც, რაც გითხარ,გაფიცებ მაგ ჯაბან თავს,მას _ მიწის სურვილი აწვალებს.მე _ ზეცის სურვილი მკლავს.

გიორგაძე ნონა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი