↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სათხოვარი დედას

გიორგაძე ნონა

2026-07-181 წთ საკითხავი438 ნახვა

—
დედა, დღეს რაღაცა უნდა გთხოვო,უნდა გამიხდე ამის თავდები,რომ არასოდეს არ დაბერდები,რომ არასოდეს არ დამთავრდები.დღეს მომენატრე, როგორც არასდროს,ვეღარ ვმშვიდდები, ვეღარ ვწყნარდები,სულგაყინული, როგორც ყოველთვის,უნდა გამათბო, ნუ დამზარდები.დედა, უშენოდ გავვერანდები,დედა, უშენოდ გავნიავდები.ვიწყები ფიქრით, ვიწყები ლოცვით,მერე ცრემლით და ნატვრით ვმთავრდები.მანამდე, ვიდრე მომედარდები,შენ ხომ იცოცხლებ, შენ ხომ იქნები?უნდა გამიხდე ამის თავდები.

გიორგაძე ნონა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი