პოეზია · ლირიკა
მაპატიე
მაპატიე, თუ სათქმელი ვერ გითხარი,სულში გრძნობა ტკივილივით დავატიე,თუმცა ევას მემკვიდრე ვარ, მაგრამ მაინც,ეს უთქმელი სიყვარული მაპატიე.მაპატიე დაბნეული თვალები დაგაზაფხულზე არ გაუწყრე მწყაზარ იებს,მაპატიე მოპარული წამები დადაზაფრული ოცნებები მაპატიე.მაპატიე, თუ ამ წუთშიც შენზე ვფიქრობდა ეს ღამეც მარტომ, თეთრად გავათიე,მაშინდელი გულუბრყვილო ცრემლები დაახლანდელი გულგრილობა მაპატიე...მაპატიე ის ურითმო სტრიქონები,გრძნობის ზღვაში ნატვრებად რომ ჩავაბნიე,მაპატიე ეს ლამაზი მონატრება,ეს უმწიკვლო მოდარდებაც მაპატიე.