↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ცირას

გიორგაძე ჯანო

2021-06-121 წთ საკითხავი959 ნახვა

—
მას შემდეგ ბევრი გავიდა წელი,დღეს ჩემს თვალებში ბავშვობა არ ჩანს,მე მახსოვს შენი სათუთი ხელიმიმსუბუქებდა დაკვრის დროს მაჯას.მე მახსოვს შენი ქალური მზერა,გულში ჯერ უცნობ ხანძარს მინთებდა,მიყვარდა შენი ტკბილი სიმღერა,ბავშვი მომხიბლეს შენმა თითებმა.დღეს ისევ შევხვდით დიდი ხნის შემდეგ,გულს შემოენთო ცეცხლი ახალი,მე შენს წინაშე ბავშვივით შევდექ,თუმცა ბევრით ვარ შენზე მაღალი.გადაეცალნენ წარსულს ღრუბლები,ახლა სულ სხვა ვარ, სხვა ვიყავ მაშინ,დავაჟკაცდიო... მე მეუბნები,შენ კი ჭაღარა მოგიჩანს თმაში.

გიორგაძე ჯანო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი