პოეზია · ლირიკა
არ გაცივდეო
ქუჩაში ეგდო დედის წერილი,ავკრიფე კრძალვით, უეცარი ვიგრძენი სევდა,სულ ორი სიტყვა იყო ბედად გადარჩენილი,არ გაცივდეო – შვილს სწერდა დედა.არ გაცივდეო! –ეს სიტყვები გაგათბობს მარტო,მთაში უძილო ღამეები და ღრმა ფიქრია,ო, მე არ ძალმიძს, არ ვიტირო და არ ვიდარდო,რომ დედის ლოცვა ნაკუწ-ნაკუწ ქუჩაში ყრია.მე შენ მოგმართავ,ვინც დაჰკარგე დედის ბარათი,შენ, ვინც დადიხარ დედისაგანდალოცვილ გზაზე,გახსოვდეს მუდამ, დედის გული არის მარადი,და მასზე ტკბილი არავინ გყავს ამ ქვეყანაზე.მე ამ ლექსს ვარქმევ სიტყვებსბედად გადარჩენილებსდა ვიდრე თვალში ჩაგდგომიასიკვდილის ბინდი,გემუდარები, გაუფრთხილდი დედის წერილებს,გემუდარები,დედის სათუთ გულს გაუფრთხილდი.