↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მე დავდგებოდი ყელმოღერებით

გიორგაძე ჯანო

2021-06-121 წთ საკითხავი962 ნახვა

—
მეტეხის ხიდთან შევჩერდი წამით,ცრემლებს აფრქვევდნენ ზეცის აფრები,ამ ლექსმა ბორგვა დაიწყო გულშიდა მომაგონდნენ მე წინაპრები.და გავიფიქრე, – ეხ, რა მოხდება,რომ საფლავიდან წამოდგეს ყველა,მზეს გაოცების ხმა ამოხდებადა დაამშვენებს ცას ცისარტყელა.ატირდებოდა მტკვარი მეტეხთან,მისი ღაღადი თითქოს ფიციადა ციხის კედლებს ლექსით შეტეხდაგულდაკოდილი ალბათ ტიციან.და ვარსკვლავები ცის კაბადონზეაენთებოდნენ თავგამოდებით.მოვარდებოდა არაგვი მთიდანხავსმოდებული ვაჟას ლოდებით.წამოდგებოდა მხნედ ნარიყალა,ქარს ლადოს ლექსი დაამუნჯებდადა მოვიდოდა ლოთი ნიკალაქართულ ღვინოში დამბალ ფუნჯებთან.გულს დაატკბობდნენ ლერწმის ღერები,ამღერდებოდნენ მათი სიმები,მე დავდგებოდი ყელმოღერებითდა სიამაყით გავიღვიძებდი.

გიორგაძე ჯანო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი