↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "ცა ჩამოინგრა და ჩამობნელდა"

გიორგაძე ჯანო

2021-06-121 წთ საკითხავი952 ნახვა

—
ცა ჩამოინგრა და ჩამობნელდა,მოასვენებენ ქუჩაში კუბოს.და ამდენ ხალხში ვერავის ვხედავ,რომ არ ვიფიქრო და ვესაუბრო.მიასვენებენ წვიმაში, ქარშიუბედურ დღეებს, ბედნიერ დღეებს,ყველას სატკივარს წუხს გლოვის მარშიდა ასკდებიან ხეები ხეებს.მე ამ ქაოსში ღიმილს დავეძებ,კუბოს რომ მოსწყდა და ფეხით თელე.მინდა ტირილით პირქვე დავეცე,გავექცე გულზე დაკრეფილ ხელებს.მაგრამ ამაოდ, ვიცი, დავშვრები,გაბედვის სურვილს სული მიმალავსდა ყვავილებით რთავენ ბავშვებიგზას, დავიწყების გზისკენ მიმავალს.ფიქრებს ამ მღელვარ გზისკენ გადახრისმუსიკა, წვიმა, კუბო და ქარი,ქუჩა ჰგავს ცრემლით მორთულ ბალდახინსდა ასვენია ამდენი მკვდარი.

გიორგაძე ჯანო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი