პოეზია · ლირიკა
ასოების მძვინვარება (მთარგმნელი: დათო გაბუნია)
დილის მაგიდას,საუზმის თეფშებს გადმოჰყურებენანგელოზივით,და ცხოველურად სევდიანიფრთა შეუკეცავთთუმცა კი წუხელბანჯოს უკრავდნენ.ისევ მოვა დღის ნათელი -ვეება მზით,დედა-სატვირთო მანქანებით,ამომკვეთი ორთქლის ძრავებით.თუმცა კი წუხელ ასომკარგად გაიგნო გზაშინისაკენ -რკინასავით გამაგრებულმა -სცემდა, ურტყამდა მთელი ძალით.ეს თეატრია.დღეს კი ნაზია,პატარა ჩიტი,ჩვილი ბავშვის ხელივით რბილი.ქალი - სახლი.კაცი - სამრეკლო.თუ ჟიმაობენ - არიან ღმერთი.თუ შორდებიან - არიან ღმერთი.თუ ხვრინავენ - არიან ღმერთი.დილით კი ქარაქს გადაუსვამენპურის ნაჭერზე.ძალიან ცოტას ლაპარაკობენ,რადგან ისევ ღმერთი არიან.მსოფლიოში ყველა ასო არის ღმერთი -ქალის ტკბილ სისხლში რომიფურჩქნება,ყვავის, ყვავილობს.
1974