↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დედ-მამის ცეკვა (მთარგმნელი:ანი კოპალიანი)

სექსტონი ენ

2007-04-132 წთ საკითხავი771 ნახვა

—
შენს სილამაზეს თუ მივიღებთ მხედველობაში,მაგ შავი ჩექმის და მეომრის ნიშნის რად შიშობდაწვას? რას დგახარ ჯიუტად და რად არ წყვეტ კავშირსომთან? მოგკლავენ და იქცევი გვამად, უჯიშობიჭო, შენ _ გვამად, როცა მე კვლავ ჩვენს ლოგინს ავშლი.ო, ჩემო ძმაო, როგორ აგებ კოშკებს ოცნების,როცა მე აქ კვლავ სხვების გულთა პყრობით მოვცდები?მოდი, ვიცეკვოთ ძველი ცეკვა, დედ-მამის ცეკვა _იმ ზანდუკიდან ,,ილე დე ფრანცე”_ს მარკა რომ ეკრადა მამაჩვენის ლონდონური ტყავის ჩემოდნის,რომ მოატარეს მსოფლიო და სხვენზე შემოდეს,ფსკერიდან კვლავ ის კოსტიუმები ამოვათრიოთ:თეთრი პარიკი და სწავლულის რუხი მანტია. . .თუ გახსოვს ჩვენი თამაშების ძველი სამოსი _საცოლის _ შავი; შავი, შავი, შავი _ საქმროსიც?
შენს სილამაზეს თუ მივიღებთ მხედველობაში,ტახტზე ცეკვაში გატარებულ გიჟურ საათებს,ვყვიროდით: ,,მამა, მამა, მამა!” მე _ ძიძის გაშლილკაბაში; შენ _ შავ სამოსელში, ბურჟუა მნათე,რომელიც ტახტზე განუწყვეტლივ ხტოდა და ხტოდა,ძმაო, ბატონო ჯარისკაცო, ხმა რად გითრთოდათ,როდესაც წყევლას ჩურჩულებდით დის სათუთ ყურთან?ამომიღებდი ჯერ მიზანში და მერე სუნთქვასშეიკრავდი და მომახლიდი რაიმე უხამსს _,,მიყვარხარ”, ვთქვათ და მოსწყდებოდი უეცრად ოთახს,მოეშვებოდი ჯინის ხარბ და უაზრო ხუხვასდა დავიწყებდით: ,,დედა, დედა” _ ძველისძველ მოთქმას:ასეთი ცეკვა ბევრი ახსოვს ოთახის კედლებს,შენი ხელები ჩემს მკერდზე და. . . და ასე შემდეგ.
გახსოვს ოქტომბრის ფოთოლცვენა, ჩვენი ქორწილი,მე ხის ქოხმახში ჩაკეტილი, ფეხარმოცვლილი?ახლა ვზივარ და ვასამარებ ამ სხვენს და მთელს შენსსილამაზესაც. თუ მე ვცეკვავ, შენ უბრად აქნევკუთხეში თავს და მერე უბრად იხურავ კარებს.შენ ვერ მიხსენებ, ჯარისკაცო, ასეა საქმე!ისევ სცნობ ამ სხვენს? თუ ჟამთასვლის ლანჩა აბოტებსძველ მოგონებებს? _ ომზე ფიქრობ, ომი გაბოდებს.მიდით, ბატონო ჯარისკაცო, ერთხელაც მთხოვეთცეკვა და მამის ძველი ძაძით გამოიგლოვეთჩვენი შავბნელი სიყვარული, ერთხელაც სცადეთ.რაკი დედ-მამამ მოახერხა _ ჩვენც შევძლებთ ამდენს.

სექსტონი ენ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი