პოეზია · ლირიკა
მისი მსგავსი (მთარგმნელი: ლელა სამნიაშვილი)
გამოველ გარეთ, წყეული ალქაჯი,შავ ჰაერს მოვარღვევ, ღამე მაგულადებს,ბოროტი ზმანებით ზედ გადავალაჯებსახლებს, სათითაოდ ჩავაქრობ; კუნაპეტსთორმეტ თითს მოვურევ და კუპრს დავუმატებ.ასეთი ქალი ქალს სულაც არ ჰგავს,მე ვგავარ ამ ქალს.
ხის ფურუროები მოვძებნე ფათურითხელის, - ამოვავსე ჩონჩხებით, წიგნებით,კაბებით, მძივებით; ვარ ასე გართულიმატლებზეე, ელფებზე ზრუნვით; და ვიქნებიმუდამ მარტოსული, შეშლილი ავსული;არვინ შეიყვარებს ქვეყნად ქალს ამგვარს.მე ვგავარ ამ ქალს.
შენი ავტობუსი მეც დიდხანს მარწევდა,შიშველ მკლავს ვუქნევდი შორ სოფლებს გზადაგზა;ელვარე ბილიკებს თავს ვეღარ ვაღწევდი,თეძოებს მიკბენდა სხივების გიზგიზი,ახლა მაგ ბორბლების ქვეშ ძვლებს ვატკაცუნებ.ასეთ ქალს სიკვდილის სირცხვილი არ კლავს.
მე ვგავარ ამ ქალს.