პოეზია · ლირიკა
ჩემი ყველა საუნჯე (მთარგმნელი: ანი კოპალიანი)
მამი, გაგვყარა წლევანდელმა გაწამაწიამ,შენ დედაჩვენის გზას გაჰყევი _ გულგრილი ძილის,ტკივილის ტვირთი ხელმეორედ ვეღარ ასწიედა მე დამტოვე ქანცგაცლილი და ნირშეცვლილი,რადგან ვერ გაგნებ ახალ სახლში, რასაც აქ ფლობდი,სულ ოხრად დაგრჩა: ოქროს კლიტე, ფაბრიკის წილი,ოცი კოსტუმი დიუნისგან, ახალი ფორდიდა სიყვარული და ანდერძზე დავა და ცილი.და ფოტოებით სავსე ყუთი. მე ფრთხილად მოვწმენდმტვერს მათ მუყაოს მშრალ სახეებს. აქედან მომწყდნენ!
მაინც თვალები, ამ ალბომის ხესავით ბლანტი,მათ მიეწება, უყურებს და უნდობლად უკვირს:ვიღაცას ელის ბიჭი, ყელზე გასკვნილი ბაფთით,ჯარისკაცს გულში აქვს ჩაკრული თავისი ბუკი,არ შეუძლია გაღიმება ხავერდის ლედის,ეს პოლკოვნიკი მამაშენის მამაა, მამი,ფოსტალიონის ტანსაცმელით? ამათი ბედიაღარ აღელვებს დღეს არავის, არც ერთი წამით.და მეც ვუსურვებ ამ სახეებს მოტეხვას კისრის,ალბომში მაგრად ჩავკეტავ და ზურგსუკან ვისვრი.
გაყვითლებული ქრონიკები. მათი გროვებაიმ წელს დაიწყე, მე რომ გავჩნდი. ახლა ისინიდაჭმუჭნილან და ჭრაჭუნებენ: აგერ, ჰოვერმაგადაუარა დემოკრატებს; თითებს იშვერენმშრალი კანონის მომხრეები. ჰაინდენბერგმამარცხი იწვნია და შენ ომში წასვლა ინებე.ვნება დაგატყდა, წლეულს, სნეულს, თავზე, ვით დელგმადა ლამაზ ქვრივზე დააპირე დაქორწინება.გონს რომ მომეგე, მე ტირილით ვითხრიდი თვალებსშენს მსუქან ბეჭზე. მესამე დღეს შენ მიიცვალე.
მომენტალური ფოტოები: ქორწილი. ვტოვებთძველებურ ყოფას და ბაქანი მოჩანს ჩვენ უკან;ეს ნაოსნების შეჯიბრება _ დაგაჯილდოვეს; კოტილიონი _ შენს ქალბატონს თავს მდაბლად უკრავ;შენი ძაღლები _ აკვესებენ ვარდისფრად ღორისთვალებისმაგვარ თვალის გუგებს და ალბათ ყეფენ;ესეც ჩემი და _ იმ წლის დოღის ტრიუმფატორი;კაცების ბრბოში შენ _ ამაყი ვითარცა მეფე.აქ მიგატოვებ, ჩემო ლოთო, ჩემო თავხედო,რომ მომენატრო და გაისად ისევ დაგხედო.
დედა, რადგან ჩვენ არ ვუსმენდით, დღიურს მიენდო,და სამ წელიწადს მას უმხელდა შფოთვას და დარდებს:,,სულ მთლად გალოთდა” _ შენზე წერდა, ,,ძილად მიეგდო”_ ესეც შენზეა. მამი, ნუთუ ყოველ შობადღესმე შენი სისხლით სავსე თასი უნდა დავლიო?!ამ დღიურს, შენი აბდაუბდა ცხოვრების სარჩევს,ჩემს თაროზე ვდებ, რომ დღეები ერთად გავლიოთ,სიყვარულს მხოლოდ ერთგულებით თუ გადავარჩენ.აღარ ვინაღვლებ წარწყმედილი ხარ თუ მარტვილი,სახეზე სახით მოგეკრობი და გაპატიებ.