↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წერტილოვანი

კაკაბაძე ირაკლი

2026-07-186 წთ საკითხავი3067 ნახვა

—
სარჩევი 4
  1. ყვავთა ფსალმუნი
  2. გამოფხეკილ საშოთა ფსალმუნი
  3. მხილების ფსალმუნი
  4. წერტილის ფსალმუნი
” სადაც ვიწროა იქ გაწყდეს ”...
მიძღვნის ფსალმუნი
მათ, ვინც ტაძრებში სანთლებს ყიდის,მათ, ვინც საპონს ყიდის აბანოში,ვინც გვამებითა და ტყვიით ვაჭრობს ომშიდა სამშობიაროში ჩვილებით.მათ, ვინც ღვთის სახელით შეიმოსა და სხვას გახადა.ვინც შავს თეთრად ასაღებს,ვისაც ხელები აქვს ჩვენი შვილების სისხლში ამოსვრილიდა დედებს ხელებიდან შვილები გამოსტაცა -თქვენ გეძღვნებათ ეს ფსალმუნი.თქვენ, ვინც წაქცეულებზე გაიარეთ,ვინც თოვლს ვერ იმეტებთ ზამთარშიდა წყალს უდაბნოში.ვინც თვალებში ჩახედვისას უკეთ ცრუობთ,ჩარჩოების დამწესებლებსა და ოსტატებს,მარად და ყველგან მართლებსა და წმინდანებს -ადამიანობის უარმყოფელებს,ფულის აღმსარებლებსდა ანაფორებს ამოფარებულებს.ვინც მარმარილო შეიმოსეთ,სავარძლებით გაივსეთ ჯიბეებიდა ვინც ცხოვრებას იმახსოვრებთორგაზმიდან ორგაზმამდე.ვინც ღიმილის უკან შურს მალავს დაქების უკან წყევლას.ერთეულებს, ათეულებს, ასეულებს, ათასეულებს დაყველას ვინც თავის თავს აქ აღმოაჩენს და არ შეიმჩნევს.თქვენ,თქვენ გეძღვნებათ ეს ფსალმუნი.

ყვავთა ფსალმუნი

ნუ დაიჯერებთ, რომ ისარი უკან არ მობრუნდება,ისრები უკანა გზაზე მხოლოდ იგვიანებენ.ყველა დრო და ყველა წელიწადიერთმანეთის ტყუპისცალები არიან,ისინი ერთმანეთს ბაძავენ და იმეორებენ.ეს ბედისწერაა, რომ ცვლის ყველაფერს,ჯვრების ჩრდილებივით თავზე რომ გვადგას,თორემ ჩვენს დროშიც დახეტიალობს უსინათლო მოხუციდა ისევ იმ ტკივილებით იკვებება თვითმკვლელი პოეტი.წელიწადებმა გადაფარეს მხოლოდ მცირედი,თორემ ისევ ანტიკურობაშია ყველაფრის გასაღები.თუ აკაკუნებ, ესე იგი არსებობს კარიცდა ნუ ეცდები შეამტვრიო.პირველი კარი სასჯელად დაგვიწესესდა ფანჯარაც კი არ დატოვეს ღია, ჰაერისთვის.სიყვარულს ბორკილები დაადეს დახელ-ფეხი შეუკრეს ამაღლებას.სიყვარულზე ილაპარაკეს დაარ იმოქმედეს.მოქმედებაშია ბედნიერება დარეპეტიცია უფრო არის ცხოვრება,ვიდრე სპექტაკლი.ცხოვრება კი უნდა განაწყო,მორთო შენი წარმოდგენებით,თორემ, აქაც ჯოჯოხეთი ჩაგყლაპავსდა წისქვილის ქვასავით გატრიალებსსაგნებში, ტრადიციებში, წეს-კანონებში დაყოფის ხვატში.რითია სავსე ცხოვრება,თუ არა თვალებით,მთავარია აქ, საკუთარმა მზერამ არ გაგყიდოს,ანდა სახის წამოწითლებამ,თორემ გადაგივლიან,სხვა დანარჩენზე გარშემო, ხომ ყველა ბრმა არისდა ყრუ, და მუნჯი.და რაც არ უნდა აკაკუნო,კარი მაინც არ გაგეღება.ტყუილი არის ეგ სიბრძნეც დაეგ შეგონებაც.

გამოფხეკილ საშოთა ფსალმუნი

არაფერიც არ გაგეღება –კართან მოგკლავენ.თუ გშიოდა და იმიტომ აკაკუნებდი.თუ გციოდა და იმიტომ აკაკუნებდი.თუ გძარცვავდნენ ან გაუპატიურებდნენ და იმიტომ ითხოვდი შველას.და, მაინც, ის აკაკუნებს ვისაც შემტვრევა არ შეუძლია.მზეს კი მოხმობაც არ ჭირდება,ყველგან მზე არის სადაც ყვავილია,სადაც სითბოა დასიცოცხლეა.მზე უშურველად გასცემს და გვჩუქნის, რაც მისია,რაც შეუძლიადა რაც აკისრია,სხვა მზრუნველი არც გვეგულება.რაც მართალია და გულწრფელიადაძახება, შეხსენება და დაკაკუნება არ ჭირდება.სამართალიც, თუ კი არსებობს,თავად უნდა მიდიოდეს მათთან, ვინც იგი დაიჭირვა დაანუგეშებდეს თავისი არსებობით.სამართალი კი კუნძულია,მხოლოდ რჩეული ნავებით მიადგებიან მის მაღალ ნაპირებს.ისე, როგორც, მხოლოდ მეფეთათვის და მღვდელმთავრებისთვისგაამზადეს დასაჯდომლები,მორთეს და მოკაზმეს,აამაღლეს გოლგოთის მთასა და ტაძრებზე მაღლა.ხოლო, თქვენ თუ არ დაგაჩოქეს, ეს უკვე მოწყალებაა დამადლიერებმა უნდა უმღეროთ კიტრების საგალობელი –“ამპარტავნება, ამპარტავანთა და ყოველივე კიტრობა”.ის მწყემსი იყო და მებადურთა მეგობარი,მონებისთვის და გლახაკთათვის არ განკაცებულაო დადაიმსგავსეს სკიპტრით და გვირგვინით,ის ფეხშიშველი დადიოდა და ამათმა ჩააცვეს წითელი წაღები.იცოდეთ, მინისტრთა საბჭო და წმინდა სინოდი პარალელიზმია,ხოლო ფეხშიშველა გაიმარჯვებს ყველა კიტრზე დაბრილიანტიან პანაღიანზე.კარგი პილოტი ის არის ვინც კარგად ეშვება,თორემ აფრენა ქათამსაც შეუძლია.სიმაღლე არ უნდა აცდეს ჯვარს,ხოლო საგალობელი მამლის ყივილს.შეგიძლია ყველაფერზე ამაღლდე,მაგრამ საკუთარი თავის ზევით ვერ ამაღლდები.

მხილების ფსალმუნი

სულთა ყასბებად ქცეულნო,მდგომარეობასა და პატივს გამოკერებულნო,ისმინეთ ღვთის მოციქული ჩიტისსიტყვა და ჟღურტული –მსახიობი თეატრში უნდა იყო, ან კინოში,მსახიობობის ადგილი ურთიერთობებში და ღვთისმსახურებაში არ არის.თუ ქურდი იყავი ან ყაჩაღი და ინანიებ,ნუ ეცდები მინისტრობას და დეპუტატობას,რადგან ქურდობაში დაგაბრუნებს დაძველი ჩვევები თავს შეგახსენებენ.ხატი არ ქმნის სიწმინდეს,სიწმინდე იქმნება ხატად.ტახტი და სავარძელი უფლებას არ განიჭებს,მოვალეობები ზის მაღალ დასაჯდომელზე.მსახურებას თუ გაურბიხარ,სჯობს ზამთარს შემორჩენილი ჩიტივით იმღერო,ვიღაცას მაინც გაახარებ,რაღა ტახტრევანიდან გაამწარო ათასეული.ვისაც სარკეში საკუთარი ანარეკლი ხიბლავს და სიამაყით განაწყობს,გზას ნუ გაიმრუდებს ჩვენზე ზრუნვით და დარდით,საკუთარი ცხოვრების გზა სარკის მიღმა აღმოაჩინოს.დღეები ატარებენ ტრაგიზმს წარმავალობისა,დროში უნდა განსაზღვო დროის სიმძიმეც დამას განკერძოებით, გვერდიდან უნდა უცქირო.ტრადიციასა შინა იმალება ყველა სიბეცე დაეროვნებასა შინა ყველა კომპლექსი.სული ლუსკუმა არ არის,რასაც ინახავს იმასვე გასცემს,რაც არ გასცემს და შიგნით ილპობს,ის სული არ არის,სადაც გაცემაა, იქააო სულიც.ამათ ნუ ჩაუგდებ ხელში,ნურც სულს და ნურც მარგალიტს,სულს გაგიფურჩქნიან,მაგრამ ვარდივით არ იქნება,არც კარგად საცქირალი,ერთიც არ იქნება,სულ ერთად მოსავლელი,ბევრი იქნება და ბევრჯერ აჩეხილი,გამწყდარი მძივივით სათითაოდ მიწიდან ასაკრეფი.

წერტილის ფსალმუნი

მწყობრი ნაბიჯით სიცხადისკენ მივემართებიდა ვარ ქცეული საყვირად,რომელსაც ცირკის მასხარა,სოფლის შარა-გზებზე,ბავშვების მოსახმობად უკრავს,წარმოდგენის წინ.
კაკაბაძე ირაკლი

კაკაბაძე ირაკლი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი