პოეზია · ლირიკა
წერილი ღრუბლებს
რატომ ირჩევენ ბოშები ბინად,სადგურს ან ცირკთან ახლოს ალაგებს?ჩვენ კი დღემუდამ სამშობლოს ვეძებთ,როგორც ნახანძრალ სახლშიმშობლების დამწვარ სხეულებს.მძიმეს და სევდის მთებივით ზურგზე წამოსაკიდს,ჯოჯოხეთად რომ გვექცა სამშობლო,სხეულისა და სულის ყველა ნაწილსრომ გვთხოვს და გვიჭამს.ტკივილივით რომ არის გადასატანიდა როგორც ზამთარში გაზაფხული ისე გვენატრება.გულდასმით უნდა მოუსმინო ტკივილს,ხან, რომ კივის და ხან, რომ დუმს _დუმილი ჩვენი ღვთაებრივი თვისება!იგია უფანჯრებო სახლის წყევლადა უშვილო ქალის ამოთქმით ტირილი,ღიმილების ჭკნობა და შემოდგომაც,მაღალი შუბლების პროცესიაც დაჩამავალი მზის სხივებში გახვეული ზღვაც.და მოდი, მივატოვოთ ეს საქართველო,ასე საყვარელიდა საძულველი.უმარტივესი სიტყვებით ვუთხრიათ,რომ იგი გვსურდა,გვსურდა სხვაგვარი.რომ იგი ისე ვერ გავიგეთ,როგორც წყალობა.მოდით ღრუბლებო,უთეთრესო, თეთრო ღრუბლებო,თქვენ გადაფარეთ ეს მთა-ყანები,ეს ტყე-ველები,ეს ციხეები და კოშკურები,გადაფარეთ ეკლესიები,რომ რაც კი იყო, ჩამწვარია, ჩაფერფლილია,გაწოლილია, როგორც სოფლის მიტოვებული საფლავებიმთებსა და გორებზე,ლოცვასავით ჩამოიღვენთადა თუკი არის,ჩვენთვის აღარ არის სამშობლო _უფანჯრებო სახლის წყევლაადა მიწა მძიმეა,ნუ მივაყრით მიწას ბელტებად,იგია ღიმილების ჭკნობაცდა შემოდგომაც!..