↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩვენი ღარიბი მეგობრები

კაკაბაძე ირაკლი

2026-07-181 წთ საკითხავი3060 ნახვა

—
”ღმერთო...სიკვდილო...სიცოცხლის ანგელოზო...ჩემს მეგობრებს ისეთი პატარა სახლები აქვთ,კარებიდანკუბო ვერ ეტევა...”გიორგი ლობჟანიძე
ყველა მცენარე,ყველა ყვავილი,გულზე მიმჭკნარი ყვავილებიც,ხეებიც ცამდე ატოტილიდა მდუმარე ხეები,როგორც სარკეში ჩახედულებიდა საკუთარ თვალებში მომზირალნი,მდინარეში აირეკლება.საით მიიჩქარის მდინარე ასე,როცა გაზაფხულს კვირტები ინაწილებენ დაწვიმის წვეთები მის სხეულზე მრგვალ სარკმლებს ჭრიან -ისე როგორც ფანჯრები ღამეში და იდუმალში.ჩვენ დავთმეთ და დავმალეთღარიბი მეგობრები,დავტოვეთ მარტონი ნისლოვან ნაპირებთანდა ხელის ცეცებით მოსაძებნ გზებთან.ახლა ყველასაგან მალულად, ღამით,საფეხურებს ვითვლით და მანძილსჩვენიდან - მათ ხვედრამდე,ჩვენიდან - ბურუსამდე,მდინარესთან შერთვამდე დაშეერთებამდე.საით მიიჩქარის მდინარე ასე,ნუთუ იქით,სადაც ჩვენი ღარიბი მეგობრები დავთმეთდა დავმარხეთ.
კაკაბაძე ირაკლი

კაკაბაძე ირაკლი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი