↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩვენი გულები

კაკაბაძე ირაკლი

2026-07-181 წთ საკითხავი3060 ნახვა

—
ღმერთო,ყველაზე დიდო კარდიოლოგო,რომელიც ხსნი და იხედები ჩვენს ცივ გულებში,რომელიც პირველი იგებ ჩვენს სნეულბებსდა ყველა განზრახვას -ბოროტს თუ კეთილს.აჰა, იხილესიშავე ჩემი დედიშობილიდა შფოთი ჩემი,და ღელვა ჩემი,ხიბლი ფუჭად გაფანტული და დაკარგული.ეძებე ჩვენში,ჩვენივე სურვილებისჭკნობის მიზეზები,უარყოფითი ემოციის გამოძახილი,შურის ჭირნახულიდა როგორ ვცხოვრობთქალაქ ძილში დაქალაქ ღვიძილში,სადაც ღიმილი, მცირედიც კი, ზეცის ტოლფასია,რომელიც ასე ძვირად მოსაპოვებელი გაგვიხადე.და როგორც ჩვენი გულები,იხილე ჩვენი ქალაქის გაწაფული ტუჩების პროსპექტები,დახშული ყურების ქუჩები.როგორ მოედინება სისხლი წითელიდა სისხლი მდორე,როგორც იორდანე,ასე მშობლიური და ასე ახლობელი.აჰა, იხილედა შეაფასე,ჩვენი ცივი, შავი გულები!
კაკაბაძე ირაკლი

კაკაბაძე ირაკლი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი