↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩემი აღმსარებლობა

კაკაბაძე ირაკლი

2026-07-181 წთ საკითხავი3082 ნახვა

—
ქეთო ნინიძეს
მზე საიდანაც იწვერება,ჩვენც იქით ვლოცულობთ,ჩიტებიც ისევ მიფრინავენ აღმოსავლეთით,აღმოსავლეთი კი იგივეა საითაც იყო.ჟამით ჟამამდე უღრანები ივსებიანიდუმალებით,სიზმრებით დამოჩვენებებით.შენც სხვა გაავსე,თავად რითიც ხარ სავსე _მდინარეები რომ ავსებენ ზღვებს,ზღვები კი ოკეანეებს.ცხოვრებაც სავსეა გუშინდელი დღეების ყურისწამღები კივილებით,სავსეა მეხსიერების სინდისის სამსჯავროებითდა ცხოვრება სავსეასიცოცხლეებით და სიკვდილებით.ვიღაცას მთვარე გაუნათებს სავალ ბილიკებს,ვისაც მიწვდება ძახილი ვარსკვლავთა,ძახილი ღამისა დაჩაფიქრებისა დუმილში.ვიღაცას გზაში დაეწევა ტუბერკულიოზისფერი ხველება,დაეწევა საიდუმლო, რაც შეიფარესშენმა თვალებმა,შენმა თითებმა დაშენმა სულმა.შენც გაავსე ისე, როგორც გაზაფხულმა მკერდი გაივსო,უხმო ყლორტებით,მოვიდა სისავსის აღმსარებლობით _ჩიტების ხორხით,კვირტების კუზებით,ბროწეულის აფეთქებული სიტყვებით,და გაავსე სანამსიბერე მხრებზე მძიმე ტვირთად შემოგაჯდება,სანამ ჯერ კიდევ შემოდგომა ჩაგსაფრებია დადეკემბერი გაგტეხს თითებში,თვალებში,წელში დასულში.აღმოსავლეთი კი იგივეა საითაც იყო,ჩიტებიც ისევ მიფრინავენ აღმოსავლეთით,ჩვენც იქით ვლოცულობთ _მზე საიდანაც იწვერება.
კაკაბაძე ირაკლი

კაკაბაძე ირაკლი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი