პოეზია · ლირიკა
* * * "მე რომ მშიშარა ვიყო"
სიკვდილ მითხოვს მენაცვალეხალხური
მე რომ მშიშარა ვიყოძაღლი მომდევდეს და გავურბოდეცოფს, როგორც ვინმე თბილსისხლიანი,მე რომ შენს გვერდით ვიყოარ მეშინოდეს წყლის და მიწისდა არ გავრბოდე,როგორც ცოლები არ გარბიანსხვისი ქმრებისგან.მე რომ საწყალი ვიყო,რომ მიყვარდე და გულში გიკლავდე,გულზე მაფენდე იოდიან,სპირტიან საფენს ეს იმის გამო,რომ არ გიყვარვარ,მე რომ ვიცოდეექვსჯერადი ვაქცინაციითტვინს დაცემული დამბლისგან ვიხსნი,რომ შენ დარჩები ძაღლის ნაკბენად,და სიკვდილამდე მომიწევს ყეფა. . .
არ შემიძლია შენი ღალატი,არც ერთგულება ამაზე მეტად.