↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წვიმისთვის

კაკაბაძე ირაკლი

2026-07-182 წთ საკითხავი3062 ნახვა

—
დედას
დედი, მარჯვენა ხელზე ფრჩხილები დამაჭერი,ვერ გავიზარდე,გავფუჭდი მხოლოდ.შენი ალერსი უსაშველოდ გავინაპირე,ვერ მოგწყდი მაინც,სხვად ვცხოვრობ მხოლოდ.და თურმე, უკვე ოცდაოთხი წელიწადია,რომ ჩემგან ვიღაცას ელი,ვინც იგვიანებსდა არც კი მოვა.
უკან მიხედულს შეცდომები ენას მიყოფენ,წინ კი სიბნელეს ჩვენ სანთლებით რას გავანათებთ.რას გავანათებთ,თუ კი არ ვიცით გოდების კედელს ვისი ხელით შეეხებიან.მამაჩემი ახლა ჯარში არაადა არც მტრებს ხოცავს,და მერე რა, რომ დედი,როცა მთვარის შუქი ეფერებოდა ბრძოლის ველზე დაყრილ რაინდებს,და როცა შენ საშინელი სიზმრები გაფრთხობდა,რომ თითქოს მე აღარ გყავდი,და რომ თითქოს სოფელში,ბებიაჩემთან, ღორივით დამკლესდა არა ისე, როგორც ისააკი,მამაჩემი მაინც გვერდით გეწვა საწოლშიდა მას ეძინა,ის ხომ ვერასდროს ვერ ხედავს სიზმრებს.
ყველაფერი ისე გაივლის, კვალს არ დატოვებს,ხსოვნაც თითქოს მსუბუქი ყოფაქცევის პროტოტიპია.და მერე მიდიან,მიდიან ჩვენგან ის გრძნობები,რომლებიც მოსვენებას გვიკარგავდნენ,მიდიან სიცოცხლის ხევების გზებითუფსკრულებისკენდა შენ კი დღემდე გჯერა, რომ არის საშველი,რადგან უფალმა არ შექმნა უდაბნო ოაზისის გარეშე.
ჩვენ წარმოვადგენთ თვითმკვლელთა ჯიშსდა ვართ სტვენა-სტვენით მოსეირნეები,ქალაქის ყვავილებივით დარდიანებიდა დედი,ყველაზე მეტად რაც არ მასვენებსრა არის იცი?არ მასვენებს ჩემში მცხოვრებიბებერი ბერი,უნიჭო არტისტი,ნაადრევი პედაგოგი,არშემდგარი დენდიდა არ მასვენებს დანაშაულისა და სირცხვილის გრძნობა,როგორც ბალახთა შიში თიბვის, ცელვის და თელვის.არ მასვენებს გზები ჯერაც გაუკვალავი.
სუნთქვაშეკრული რასაც ფიქრობს ივნისის წვიმა,შენც იმ ფიქრებით მისველდები დაეძებ შენიანს გარიჟრაჟის ჩიტების სიმღერებში.ჩამოიშალე თმები, დედი,და თმის ნაწნავი,იტირე მერე ჩემი ოცდაოთხი უქმი წელიწადიდა გამომიგლოვე შენი ირაკლი.და აწვიმე ბრძოლის ველზე დაყრილ ცხედრებს,აწვიმე მეჭეჭებად ქცეულ ხელოვნურ გორაკებს,ორივე ნაპირს,ორივე ნაპირს აწვიმე ფრთები,აწვიმე სუნთქვა,აწვიმე ცრემლი,შენი გულის ყველა ლოცვა აწვიმე, დედი.
კაკაბაძე ირაკლი

კაკაბაძე ირაკლი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი