↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გულმოწყალება ძუნწისათვის (მთარგმნელი:ანი კოპალიანი)

სექსტონი ენ

2007-04-131 წთ საკითხავი775 ნახვა

—
(ჩემს მეგობარს, რუთს, რომელიც განიცდის, რომ აღსარებაზე არ დავდივარ)
მე წავიკითხე ეს წერილი, რომელშიც ჯავრობ,რომ არ ვაბარებ აღსარებას და კიდევ ჯავრობ,რომ არ მწამს ღმერთი და კონვერტში მზრუნველად ჩადეთვით შენი ჯვარი,ძაღლის კბილებნაჭდევი ჯვარი,ფერგადასული მომცრო ნივთი, სულ ცერის ფარდი,ხისგან გათლილი, მშვენიერი უეკლო ვარდი _
და მე ვლოცულობ მის მკრთალ კვალზე,იმ რუხ ლაქაზე,შენს წერილზე რომ დარჩენილა ცხადად და მრთელად. . .და სულს მიხუთავს ცოდვები და ვცდილობ, ვირწმუნოამ ჯვრის. ვეხები მის თეძოებს, სახის მუქ ხაზებს,მის ძლიერ კისერს, მის მრუმე თვლემას.
შენ მართალი ხარ _ლამაზია იესო ქრისტე!როგორც ხორცს _ ქონი, მის ძვლებს ფენა ყინული ადევს.რა უმწეოდ სურს, მომიქციოს თავის მკლავებში,რარიგ უმწეოდ ჩემი თითი მის სხეულს მისდევს;და მაინც _ ვერა. . . გჭირდებოდეს, არ ნიშნავს გწამდეს!
მთელი დილაა,რაც დავდივარ ყელზე შებმულიჯვრით, სულ უბრალო და ხამ ძაფზე რომ ჩამოვკიდედა მიკაკუნებს გულთან, როგორც ჯერ მუცლად მყოფიდა დაბადების მომლოდინე ნაყოფის გული. . .შენი ბარათიც, რუთ, გულთან მიდევს.
ჩემო ძვირფასო მეგობარო, მე დავიბადეცოდვის სწავლულად და ოსტატად და დავიბადემათ მომნანიედ _ სულ ესაა ჩემი ლექსებიც:გულმოწყალებაძუნწისათვის;წყლის მედგრად ნაყვა;ამსოფლიური სიბეჯითე; სმენა ნემსების.

სექსტონი ენ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი