↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სადღეგრძელოს მადლი შეგეწიოთ

რჩეულიშვილი გურამ

2014-08-121 წთ საკითხავი26619 ნახვა

—
- მარილი დააყარეთ.- მარილი შველის?- აპა, რა.- მაგაზე ადვილი რა არის.შავმა ღვინომ თეთრი მარილი შეისრუტა. სუფრას წითელი ფერი დაედო.- გაგიმარჯოს, ირაკლი.- კარგად იყავი.- შენ იცი.- მე რო შენხელა ვიყავი . . .ირაკლი იღიმებოდა, მერე გავარდა.- ირაკლის გაუმარჯოს დაუსწრებლად.- ჯერ რვის გახდა და რა ჭკვიანია.- მრავალს დაგასწროს.ირაკლიმ ახლად ნაჩუქარი მანქანა აიღო. იჯდა კარების უკან და შლიდა, მერე მოსწყინდა. ნახევრად დაშლილი თავის ამხანაგს ესროლა თავში. ამხანაგს შუბლში მოხვდა და სისხლი წამოუვიდა.- არ გრცხვენია, ირაკლი? – თქვა მისმა მამამ და გაუღიმა.- დიდი მხეცია, – გადაუფუჩუნა თავგატეხილის დედამ მამას.- როგორ სწავლობს ნეტა? – იჭვნეულად იკითხა ქმარმა.- ოროსანია, - ბოროტად გაიღიმა დედამ და შვილის თავის შეხვევა განაგრძო.
[1957 წლის მარტი]
შენიშვნები
არსებობს უთარიღო შავი ავტოგრაფი(1-2გვ.). დათარიღებულია ჩემ მიერ შემუშავებული ზოგადი კრიტერიუმის საფუძველზე.ქვეყნდება პირველად.
რჩეულიშვილი გურამ

რჩეულიშვილი გურამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი