↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბალახთა ქება

ინჯია ჯემალ

2026-07-181 წთ საკითხავი2160 ნახვა

—
დიდი პატივი ერგო - ყინწვისისანგელოზს გვერდით უდგას მოკვდავიდა მათ სხეულზე ტალღა მიწისძვრისგადადის, როგორც მკაცრი ოქტავა,მაგრამ ცხოვრობდა ზაზა მიწაზე,მიწის შვილებთან და ბალახებთანდა საქართველოს დასაფიცარ მზესსხივებსა სთხოვდა ყაბალახებად.დარაჯად ედგა მუდამ გლეხის ჯავრს,უფრთხილდებოდა მკურნალის ხალათს,მძოვრეთს, ორთუბანს, თრეხვს თუ კეხიჯვარსბალახი ედო, ბატონის ღალად.ეგება (ვფიქრობ ტაძრის კედელთან)ტაოში დასკდა ბანას კედელი,ასე მგონია, გააკეთებდამის მალამოსაც ფანასკერტელი.მწამს, შემერგება - ზაზას გემოზეთუ ვსვა შარბათი, ვჭამო ზაფრანა,წეღან რომ გითხარ, ის ანგელოზიცფრთებს გაშლის ჩემთან ჩამოსაფრენად.ოღონდაც უნდა მწამდეს აქიმისსიტყვისა, როგორც მისი წამლისადა ვერაფერი სნება აქ, იმისსამბრძანებლოში, მე ვერ წამნისლავს.დიდი წინაპრის - ზაზას - სახება,ღმერთო, ყინწვისში მანამ მანახე,სანამ მინდორზე ხელშესახებადვგრძნობ, საქართველოს უჭკნობ ბალახებს.

ინჯია ჯემალ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი