↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

კოლხიდაში

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2022-08-131 წთ საკითხავი95273 ნახვა

—
იქ ნაკადული მთის კალთიდან გადმოჩქრიალებს,იქ დიადემა მთის მწვერვალთა მზეზე ბრჭყვიალებს,იქ ფრინველთ ჰანგში ჩაქსოვილა ლხენა და შვება,იქ ჟრიამული ცის კამარას ეთამაშება.იქ ბუნებაა, ჩემო კარგო, მხოლოდ ბუნება,იქ არის მხოლოდ სანატრელი თავისუფლება.იქ ტყვედქმნილთა მზე - ოცნებაა, სხვა არაფერი,ის კი ფრთას გაშლის უზრუნველი და ბედნიერი.მუზა იქ ცხოვრობს, პოეზია მეფედ იქ არი,იქ გესმის ასულთ მწუხარე ხმა ნაზი, ნარნარი,დაუგდე ყური, შენ მოისმენ ჰანგსა ნაღვლიანს...იცი, რა აკრთობს, რა აწუხებს იქ ადამიანს? -„თავისუფლება დავკარგეთო, თავისუფლება,შეისმინევი, ჰე, ბუნებავ, მუდარა ჩვენი!გრძნობა გვეკარგვის, სული შფოთავს, გული წუხდება -რად არ წყდებაო ჩვენი კვნესა, ტანჯვა ესდენი?მზე დაგვქათქათებს... ყვავილთ გუნდი გვეალერსება,ტანჯვა არისო ყველაფერი მოსაგონებლად,თავისუფლება აღარა გვაქვს, თავისუფლება!იტირეთ, ძმებო! ცრემლი დაგვრჩა მანუგეშებლად“.როს ვუგდებ ყურს ამ ამოძახილს, მეც ვიტანჯები,ფიქრი გულცივად და თან მშვიდად მესაუბრება:„მითხარი, რისთვის ნეტარებენ სამშობლო მთები,მითხარ, რად ცელქობს ფრთაგაშლილი ტურფად ბუნება?“
1909
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი