↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

კოლხიდის დაბლობზე

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95279 ნახვა

—
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“
მალარია!ხან სიმინდი უტყვია,ვით ეს ყანა,ფარცხი, ფაცხა მეგრული,გული კაცისმოკლულია უტყვიოდ,ხელები აქვსუბორკილოდ შეკრული.სასიმინდე,ნახე, როგორ მოხრილა,ძლივს იკავებსჩამომპალი მორები.ტაროებიცროგორ მიყრილ-მოყრილა,რა სიშმაგითღრიალებენ ღორები.არა შორიდა ველური სპილოა,არამედ სხვა,სიცხიანი დინება,რომ გაშლილა -ეს სოველი ტილოა,მალარიისყვითლად აბიბინება.აქ აყვავდესუნდა მხარე ფლორითა.ბაღზე ბაღიგესალმება გორიდან -აქ ასეა.მალე აშრიალდებაფორთოხალისდა ლიმონის ბაღები,დაიქროლებსსიო ჩვენი შავი ზღვისდა პალმებისაიწევა თაღები.ბურუსში ჩანსსუბტროპიკის მცენარე,ამ ჭაობზეხვალ რომ გადაიშლება.გაუმარჯოსაყვავებულს ამ არეს,პირველყოფილსრომ სპობს გადაშიშვლებას!
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი