↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

კორდზე

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95277 ნახვა

—
რა სიწყნარეა! მთვლემარე კორდზემე შევაყენე დაღლილი ცხენი.ღელეთა შორის აცურდა ნისლი,ნაპრალთა მკერდზე გადანაფენი.და მთვარის შუქი, მინელებული,ტყეებს და ველებს უვლის გარშემო.არც სიო დაჰქრის, არც ხის რტო იძვრის,რა სიწყნარეა, ოჰ, ღმერთო ჩემო!ჰე, გაიღვიძე, ქარო ძლიერო,გამოაღვიძე მიდამო მკვდარი,გასწი, უამბე ადამიანებს -ჩემი ოცნება მიუსაფარი;და თუ მათ შორის აღმოჩნდა ერთიუუშორესი თანამგრძნობელი,ისიც დიდია მისთვის, ვისთვისაცზღვა-უდაბნოა მთელი სოფელი.ჰე, გაიღვიძეთ, ტყისა ფოთლებოდა თუ ოდესმე დაღონებულიმოვიდეს აქ ის, ვისაც ვაებითჩემმა სიმღერამ დასწყვიტა გული,უთხარით, რომ მას დიდხანს ველოდი,დიდხანს ველოდი ყმაწვილურ ჟინით,და ცივ სამარეს ამოვეფარეამ მოლოდინით!
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი