↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

კორდიდან

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2022-08-131 წთ საკითხავი95271 ნახვა

—
(ელეგია)
ღრმა ძილით სძინავს მოქანცულ სოფელს.სძინავს ამართულს ჩემს წინ მაღალ მთას.სძინავს ფერდობზე მოხუც ტყეს.. და წყლისცელქი ზეფირი უკოცნის კალთას.
სძინავს კლდის ნაპრალს კაეშნით მოცულს.სძინავთ ნანგრევებს.. სძინავს მთა და ბარს.მთვარის ნათელი მკრთალად ციმციმებსდა რაღაც ნეტარს არეს ჰფენს სიზმარს.
სძინავს კორდს.. მე კი, ადამიანმამთვარესაც სახე ვეღარ ვაჩვენე.სული მიშფოთავს.. ეჰ, დასცხრი გულო,შენც მიიძინე და მომასვენე!
1910
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი