↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სევდასავით

მარღია ელგუჯა

2022-01-181 წთ საკითხავი968 ნახვა

—
შენ სამუდამოდ ჩემთან დარჩებიდა ძველმანივით გაგანიავებ…მე ჩემსას გეტყვი და შენც ბავშვივით,გამაკვირვე და რამე მიამბე…
მიამბე, როგორ მარტოა იგი,ერთურთი როგორ დავიმეგობრეთ…როგორ თარეშობს წყეული ფიქრიდა გვაყაჩაღებს, როგორც მეკობრე…
ვიქნებით ასე მომთმენიც, მშვიდიც,ერთმანეთი ხომ ღმერთმა გვარგუნა…არ შეკრთე, როგორც უმწეო ჩიტი,აღარ დაგაფრთხოს გულის ბრაგუნმა.
ამ ცისქვეშეთში ყველანი ვცოდავთ,განსჯიან ბოლოს ცოდვილს და მართალს…ჩვენ ყველაფერი ვიკმაროთ ცოტა,სიყვარულის და სიცოცხლის გარდა…
2010 წ. 25 ივლისი

მარღია ელგუჯა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი