პოეზია · ლირიკა
ბიოგრაფია მ.ე
დაიბადა 1963 წლის 15 ივლისს
განათლება:
1983-1990 თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.2005 აკადემია ველესას ადმინისტრირებული ცენტრის სერთიფიცირებული სპეციალისტი ,,საკადრო მუშაობის საფუძვლებში”
შრომითი გამოცდილება:
1985-1988 გაზეთი ”ქართული ქრონიკა”, რედაქტორის მოადგილე.1986-1989 ლიტერატურულ – პუბლიცისტური ჟურნალ ”ფენიქსის” ლიტმუშაკი.1990-1991 ახალგაზრდა ლიტერატორთა ცენტრის გაზეთ ”მესამე გზის”რედაქციის ლიტმუშაკი.1991-1992 გაზეთ ”მესამე გზის” მთავარი რედაქტორის მოადგილე.1992-1996 ლიტერატორთა რესპუბლიკური ცენტრის შემოქმედებითი სექტორის ხელმძღვანელი.1996-1997 ჟურნალ ”ცისკრის” ლიტმუშაკი.1997-2001 გაზეთ ”კრიმინალური ქრონიკის” კორესპონდენტი.2001-2004 საქტელერადიომაუწყებლობის სტუდია ”პუბლიცისტის” პოლიტიკური მიმომხილველი.2004 საქტელერადიომაუწყებლობის შ/გ ”ალიონის” კორესპონდენტი.2004 შ/გ ”ალიონის” რედაქტორი.2004 შ/გ ”ალიონის” კოორდინატორი.2004-2011-საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილის’’ დამფუძნებელი, საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელი, საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი ,,ქართული ბრენდის’’ მთავარი რედაქტორი.2010-2011-ჟურნალ ,,ცისკრის’’ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი.
ჯილდოები:
1992 საქართველოს მწერალთა კავშირის ახალგაზრდული პირველი პრემია ჟურნალ”ცისკრის” რედაქციის წარდგინებით.1999 თბილისის მერიის, ახალგაზრდობის საქმეთა თბილისის სამმართველოსა და წიგნის მოყვარულთა საზოგადოება ”ბესტსელერის” ლიტერატურული მეორე პრემია.2007 აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს პირველი პრემია.
ვიდეოგრაფია:
1996 საავტორო რუბრიკა ”ადამიანი + ბუნება”.1998 გადაცემათა ციკლი ”ენგურჰესის ისტორია”.1996-2004 რამდენიმე ასეული სიუჟეტი სხვადასხვა თემაზე.
ბიბლიოგრაფია:
1978 წლიდან ლექსები და თარგმანები სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში. (”პირველი სხივი”, ”ცისკარი”, ”მნათობი”, ”ნობათი”, ”ლიტერატურული საქართველო”, ”რუბიკონი”,”მესამე გზა”, ”სიტყვა” და ა.შ.)1993 ”როგორც წყვდიადში შემოდის თოვლი” – პოეტური კრებული.2001 ”დუმილის სივრცე” – პოეტური კრებული.2003 ”მეოცე საუკუნის ქართული პოეზიის ანთოლოგიაში’’გამოქვეყნდა რამდენიმე ნაწარმოები (რუსულ ენაზე)2006 პირველი ქართული ”საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგიდო ენციკლოპედია”.
საზოგადოებრივი საქმიანობა:
1993 საქართველოს მწერალთა საერთო ეროვნული კავშირის წევრი.