↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ევასადმი

მარღია ელგუჯა

2022-01-181 წთ საკითხავი970 ნახვა

—
დასაბამიდან შეუცნობი შენ ხარ სამყარო,ჩემო ტკივილო-ხორცშესხმულო თიხის ნაწილო…შენ შეგიძლია, პირველყოფილ ვნებით დამღალო,გამანებივრო სიყვარულით… მერე გამწირო.ბავშვივით ნაზად მომეფერო, მეოქროპირო,თვალებში ცოდვის ცივი ცეცხლი ამიღაღანო…დაუპყრობელი მწვერვალები დამაპყრობინო,რომ მომანატრო არყოფნა და ყოფნას გამყარო.ცაზე ვარსკვლავი,ზღვაში კენჭი დამათვლევინო,შენ შეგიძლია, შენ, სამოთხის ბაღის სურნელო…თან ერთდროულად ყველა შხამი დამალევინო,ყველა სულელზე უფრო მძაფრად გამასულელო.შენ შეგიძლია, ამაღზევო ან დამამიწო,გაუთენარი ღამეებიც გამათევინო…რომ სამუდამოდ სიკვდილიც კი გადამავიწყო,ანდა ამკიდო მძიმე ჯვარი და მათრევინო…

მარღია ელგუჯა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი