პოეზია · ლირიკა
მებადურები
მინაწერი რამაზ სურმანიძისწიგნზე ,,ლაზეთის ლეგენდა’’
ზღვა ახასხასდა, როგორც ხავერდი,ზედ გაფენილი ფიანდაზებით…ღამის განთქმული მებადურები,ეშურებიან სადღაც ლაზები.თვალსაწიერზე მოჩანს ქვაომხა,ხავსმოდებული თვლემს ქვამარგალი…ეს მთვარეა თუ ცაში ნასროლი,და გალეული იატაგანი…თუ ამოჰყვება ბადეს სუაკი,ანკესს-მორუნი, ჭინოს- სარგანა…შორს დარჩა სარფი და კვარიათი,დამსგავსებული უფლის აგარაკს…საით მიდიან ნეტა ლაზები,ოქროს ბილიკით, ლაბირინთებით…რამ ააკვნესა ასე პილილი,რამ გააცოცხლა თვალწინ მითები.რამ გააღვიძა ყველა ლეგენდა,თავბრუდამხვევი, თავზარდამცემი…რამ აამღერა ეს ბარტყლოდებიც,როგორც მომავლის ჯარისკაცები.ზღვა ალივლივდა- ლურჯი ხავერდი,ზედ გაფენილი ფიანდაზებით…სად იჩქარიან ძველი კოლხები,სად მიცურავენ ერთად ლაზები…