პოეზია · ლირიკა
განშორების სერენადა
უნდა წავიდე…დაგშორდე უნდა,წავიდე ისე, როგორც მიდიან…თუმც განშორების ტანჯვა დიდია,ამ ტანჯვას ნუღარ მიიტან გულთან.ნუღარ გამკიცხავ…როგორც ჩვევიათ,ნუ გამომიტან სასტიკ განაჩენს,თუმც შენი ტანჯვა ისევ ჩემია,შენ ჩემი წასვლით უნდა გადარჩე…