პოეზია · ლირიკა
შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა
შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა…დაგშვენდებოდა და რარიგად დაგშვენდებოდა,შენს ერთ სიტყვაზე ქალაქები აშენდებოდადა დაიწყებდა უდაბნოში შრიალს წალკოტი.
ერთი შეხედვით ვაჟკაცების გულებს დაჰკოდდიდა მზის თინათინს დაჩრდილავდი თვალთა ციალით.დალოცდი ლაშქარს და იმ ღვთიურ ლოცვის გამგონესარ ექნებოდათ სპათა შენთა მტერთან ზიანი.
შენ ხატაური აბრეშუმი დაგშვენდებოდა…დაგშვენდებოდა… ეჰ, რარიგად დაგშვენდებოდა.შენს ნატიფ სახეს ნიავიც რომ არ შეჰხებოდა,სპილოს ძვლისაგან ულამაზეს კოშკს აგიგებდნენ.
ცისკარზე, როცა ქაშუეთის ზარებს დარეკდნენ,აღიგზნებოდა შენის ლოცვით წმინდა ტაძარიდა შენს გვირგვინთან მოკრძალებით ქედს მოიდრეკდნენორბელიანი და ამაყი ამილახვარი.
შენ რუსთაველის სიყვარული დაგშვენდებოდა…დაგშვენდებოდა და რარიგად დაგშვენდებოდა.ბევრი თაობა გაივლიდა ჟამთა შარაგზას,შენ კი ლექსებში იცოცხლებდი, კარგო, მარადჟამს…
დიდი პოეტი მიგიყვანდა ხალხის გულებთან,ვარსკვლავებივით დაგვხედავდნენ შენი თვალებიდა ვით დიდებას აწ გარდასულ საუკუნეთა,სულ ერთი არის, მე შენ მაინც შეგიყვარებდი.
…შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა.