↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ცხოვრების გზაზე

ნონეშვილი იოსებ

2013-05-121 წთ საკითხავი4006 ნახვა

—
ცხოვრების გზაზერად შემხვდი გვიან,გულზე სახმილირად შემომიგზენ…რა მშვენიერი სახელი გქვია,რა სევდიანითვალებით მიმზერ.აღმოსავლეთის მგოსნები ყველაწარმოგაჩენდნენთვალებით შველის,რას არ იტყოდნენ,რომ ცისარტყელადგამოეშუქათ წარბებიც შენი.
მე კი…ო,მე კი ვერც ვხედავ კარგადრა ხორციელი მშვენება გხატავს…რაც ჩემი იყო,რაც დამეკარგა,რაც სულში ოდით ყუჩობდა ნატვრად,
შევიცან შენი თვალების სევდად,არამქვეყნიურნისლში და ხმაშიდა ცა,ბრჭყვიალა,თავზე რომ მედგაპირველქმნილ შუქით განიხვნა მაშინ.
და გადმომხედამოწყალემ ყოვლად,ყოვლად მრისხანემუზამ თუ ღმერთმა…სევდამ,ღიმილმა,ვით ტოლი ტოლმა,იცნო…და ვიგრძენ, ვიქნებით ერთად.
…რა სევდიანითვალებით მიმზერ,რა მშვენიერი სახელი გქვია…გულზე თაკარარად შემომიგზენ,საწუთროს გზაზერად შემხვდი გვიან.
ნონეშვილი იოსებ

ნონეშვილი იოსებ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი