↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ფიქრები სამშობლოზე

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95285 ნახვა

—
ნავთსადგური დიდი, ვრცელი,ტვირთებს ზიდავს კაცი-მონა.შორს გაჰყურებს ზღვას მარსელიდა ისტუმრებს გემებს რონა.
გამახსენდა! დაბადება -განთიადით შუქს აპკურებს,სხვა ახალი ემატებაჩვენი ქვეყნის ნავთსადგურებს.
სიყვითლით და დაობებით,რომ ბორგავდა წინად ფოთი,შრება ძველი ჭაობებიდა რიონის ცხრება შფოთი.
ცხრება მისი მავნე შფოთი,გადალეკვა ვეღარ ართობს -გასჭრეს სულ სხვა კალაპოტიძველი - უვრცესს სტოვებს ფართობს.
სად ხვდებოდენ: ზღვა ძლიერიდა რიონი მედიდური,მშვენიერზე მშვენიერიდაფუძნდება ნავთსადგური.
აქ კი სიღატაკე ვრცელი...ტვირთებს ზიდავს კაცი - მონა.შორს გაჰყურებს ზღვას მარსელიდა ისტუმრებს გემებს რონა.
1935
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი