პოეზია · ლირიკა
სამი ლექსი (მთარგმნელი წურწუმია სერგო)
1
უკვე დრო არის დაივიწყო აქლემის ჩქამიდა თეთრი სახლი, რომ ანათებს ჟუკოვსკის ქუჩას,არყის ხეების, სოკოების დამდგარა ჟამიდა შემოდგომის, მოსკოვში რომ შრიალებს ურჩად.იქ ახლა ბრწყინავს ყველაფერი, ნამებმა ჰმოსეს,ზეცა მაღალი არ იგუებს უთუოდ ბორკილს,ახსოვს ნამდვილად როგაჩოვის აქამდე შოსესმეამბოხური სტვენა ჯერაც ჯეელი ბლოკის...
2
და მახსოვრობის ბნელ ტალანში იპოვი ქექვით,როცა ხელები გარდასულის საფარველს არევს,პეტრეს ქალაქის ღამეებსაც. ბინდების ლექითიმ სურნელს, რაიც ტკბილი არის და თანაც მწარე.ყურედან ქარი დაუბერავს. ვაებით, ბორგვითგასცდება ყოველს, სტრიქონებში დაუტევნელიდა შენ თითქოს და დამცინავად გიღიმის ბლოკი –მისი ეპოქის ტრაგიკული დიდი ტენორი.
3
სწორია იგი – კვლავ ფარანი და აფთიაქი,ნევა, გრანიტი და მიდამო უკაცრიელი...ვით საუკუნის დასაწყისის ძეგლი დიადიწამოიმართა ამ პოეტის ხატი ძლიერი,ხელი შემართა როცა ნიშნად დამშვიდობების,პუშკინის სახლთან განშორება ასე ენება,როცა მიიღო მან სიკვდილი დაუნდობელი,ვით არკუთვნილი სიმყუდროვე და მოსვენება.
1944-1960.