პოეზია · ლირიკა
სიყვარული (მთარგმნელი მეტრეველი ლელა)
ხან გველივით მზერით გნუსხავსჯადოქარი გრძნეული,ხან ღუღუნებს ფანჯარასთან,როგორც მტრედი ეული.
თრთვილში ბრწყინავს და მდელოებსყვავილებით გიქარგავს,მაგრამ ძილს და მოსვენებასუცილობლად გიკარგავს.
ხშირად ისმის მისი ლოცვავიოლინოს ტირილშიდა გაშინებს, როცა მოჩანსჯერ სულ უცნობ ღიმილში.