↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ფიქრი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2022-08-131 წთ საკითხავი95266 ნახვა

—
როგორც აჩრდილიჩადრგადახდილი,ისე ანათებს ცის სივრცეს მთვარე;ვარსკვლავთა კრებათანდათან ქრება,განთიადს ელის ცა მგლოვიარე.
არემარე თვლემს...ტკბილ ნანას უმღერსბარს, მიძინებულს, მთის ნაკადული.მეც გული მიძგერს,ვუცქერ ცის სივრცეს,განთიადს ველი სულგანაბული.
კოხტად შემკული,დადუმებული,შორს, შორს გასცქერის მთისა მწვერვალი,თითქოს იგონებსგაფრენილ დღეებსდა გულს უთრთოლებს ღვთიური ძალი.
ცა ალაჟვარდდა,ოდნავ დააჩნდავარსკვლავთა ზოლი მის სპეტაკ სახეს,გადაიხადაცამ ბნელი ფარდა,და ფრინველებმაც ერთხმად დასძახეს.
მზეც ამოვიდა,უმანკო, წმინდასხივი სამყაროს გადმოაფინა,დაჰკრა მწვანე ველს,თვალგადუწვდენელს,და საამურად ააბიბინა.
ყვავილის გულზე,აკოკრებულზე,ნამი აენთო და აბრჭყვიალდა,ნიავი ნელი,ფიქრთ უკუმყრელი,მიწას გაეკრა, ტყე აშრიალდა.
ნაზი პეპელაფრენდა ნელ-ნელა,ბზა მოხუც ფიჭვის ტოტებს ეკვროდა,იქვე, მახლობლად,მარტოკა, ობლად,ბულბული სტვენდა და გაჰკიოდა.
მარად ბედკრული,უღელდადგმული,ძალას იკრებდა ადამიანი,კვლავ იღვიძებდა,ღონეს იკრებდაცხოვრება მწარე და ნაღვლიანი.
კვლავ ბრძოლა, ბრძოლა,შიში და ძრწოლა!კვლავ დამარცხება, კვალად სიკვდილი,ყველგან, ყოველთვისსიმართლისათვისდევნა, წამება, საფლავის ჩრდილი...
ოჰ, რომ შემეძლოსგავფრინდე შორს, შორს,მოვცილდე მხარეს შხამით აღვსებულს,ცისა სიუხვით,თუნდ ერთი წუთითშვება მივმადლო სულს დაობლებულს.
1909
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი