პოეზია · ლირიკა
შემოდგომა თბილისში
შემოდგომას სულ პირველადრუსთაველზე გაიგებ.ქარი ფოთლებს, ჭადრის ფოთლებსგაშლის, ფეხქვეშ გაიგებს.
მოვარდება კახეთიდან,ვით ფეხმარდი მოამბე,ღვინისა და ხილის სურნელსთბილისშიაც მოაფენს.
შეჩერდება მოქალაქე,მოსდის ელეთმელეთი.იტყვის: ალბათ ღვინის სუნითსუნთქავს მთელი ხმელეთი.
და მახლობელ ბაზრის კარებსშეხსნის ფიქრით გართული,რომ იხილოს თავის თვალითშემოდგომა ქართული.
არიგებულ, ჩარიგებულდახლებსა და ყაფანზეყველა თავის შრომის ნაყოფსდა მოსავალს აფასებს.
შემოსულა შემოდგომისდოვლათი და ბარაქა.მოილხინოს, გაიხაროსმთელმა თბილის-ქალაქმა.
ღვინის ზღვა და ხილის რიყე,ხილთა ქება ნამდვილი...ქარში უცხო ფრინველივითმოფრიალე მანდილი.
ყაფანებთან ანათებენ,ვით ვარსკვლავნი დარისა,ქერა გოგო – პირიმზისა,თეთრი – პირიმთვარისა.
მარცხნივ ბზინავს ფორთოხალი,მარჯვნივ ვაშლის მთებიადა ტიკები, ლოთებივითბოძებს მიჰყუდებიან.
იქ კი, სადაც ყვითელ კომშებსდა ჩურჩხელებს ჰყიდიან,ალაზნის პირს დახოცილიდურაჯები ჰკიდია.
ჩემი ღვინო სხვას არ სჯობდეს,მაშ, შემირცხვეს სახელი! კარდენახულ ღვინოს აქებსბიჭი კარდენახელი.
იმერელი ცდილობს შენს გულსტკბილად დაეპატრონოს:– ნუ იყიდი, მარტო გემონახე, ჩემო ბატონო!
სულგუნს აქებს ზუგდიდელი,წითელ ატამს – ატენი...ირგვლივ ხილი,შეძახილი,ქების კორიანტელი.
შემოსულა შემოდგომისდოვლათი და ბარაქა,მოილხინოს, გაიხაროსმთელმა თბილის-ქალაქმა.
შემოსულა შემოდგომა,ქუჩებსა და მოედნებსმოშრიალე ხის ფოთლებიფრთოსნებივით მოედვნენ.
შემოდგომის ქარი ჰქრის თუგაზაფხულის დარია?ლამაზები სეირნობენ,განა მართლა ქარია?!
მარჯნის ფერი, ქარვის ფერიქარმა ერთად არია.ეს კაბების შრიალია,განა მართლა ქარია?!
მზეც ღრუბლების გალავანზელაღად გადმომდგარია.სიყვარულის სიმღერაა,განა მართლა ქარია?!
შემოსულა შემოდგომადოვლათით და ბარაქითდა მასპინძლობს ხელგაშლილიმთელი თბილის-ქალაქი.