პოეზია · ლირიკა
ქუჩაში
ტრამვაი მიგორავს ქუჩაზე,ქუჩა არ არის ფართო,ქუჩა არ არის ვიწრო.გურამი დგას და იცდის,ეწევა სიგარეტს `პრიმას~.ტრამვაი მიდის,მანქანები მიდიან,ხალხი მიდის,გურამი დგას და იცდის.მის ფეხებთან აგდია ნამწვი,ტრამვაი მიდის.გურამი გადადის ქუჩაზე,გურამი მიდის,წეღან ხო მოსწია, კიდევ მოსწევს მერე.
В РОДНОМ ГОРОДЕ
ქვები,ქვები,ქვები დაფენილი.ქვაფენილი.მტვერინაფეხური.ფეხები,ფეხებივობლების,ჭიქები ჩაისარაყით სავსე.ვიწრო შარვლები,კლოში,მაკინტოშიქუჩაზე ეზოშისანაგვე ყუთი,ყუთში ნაგავი,ყუთის უკან ბოზიბუზები.ქაღალდი ტკბილი და შხამიანიბუზის სიფათით.წარწერა ბუზიანი:მოსპეთ ბუზები.ბოზი ნაგვისყუთთან,ბოზი ნაცემინამტირალევი.ქუდები,შლაპებიკლოშები,ყოჩები.ბუტილკა შარვლებიმაკენტოშები.
მიხაკი, ზამბახი, ყვავილთა ჯარი,რკინის მოაჯირი, ოქროსფრად სკამიდა სადღაც ქარი, ასფეხა ქარიმტვერი ჰაერში, ბოღმის ტრიალი.
მიხაკი, ზამბახი, ყვავილთა ჯარიდა გათელილი საფლავის თავი:კუზიანი და დიდცხვირაიქ მესაფლავე ჩაივლის,ხელში ვედრა უჭირავს,უვლის ახალ საფლავებს.
და სადღაც ქარი, ასფეხა ქარიგადამხმარ ყვავილებს მიაყრის ღობესდა გადასული სკამიდან ფერი.ვაჟკაცი დგება:ყვავილი ხმება,საღებავი ქრებამოაჯირი ტყდება.
მიდის ხევისკენ, მოათრევს ლოდებსგულზე დაიწყობს და ათამაშებს.
ხეზე მივცოცავ,ნაძვის მტვრით ვივსები,მელოტზე მედება ფერფლი და ჭუჭყი.კენწეროს ვაღწევ,ქვევით ვიხედები,იქ პატარები ფეხბურთს თამაშობენ.გადაღმა ბაღში სიმღერა ისმის.აქ ქარი მირტყამს,დარჩენილ ჭაღარას მიშლის.კენწერო ირწევა,გული ფართოვდება,ცივ ჰაერს ისუნთქავს ტანი.ბავშვები მხედავენ,ზევით მოცოცავენ,ტოტები იმტვრევა,მოდიან მაინც.დგას მოხუცი უქუდო კაცი– ალეკო, – ეძახის ის შვილს, –ახლავე ჩამოდი! მანდ მტვერიადა ჭუჭყი.ბაღში ზის მანანა, ჩემსავით ჭაღარა,თვალები უცინის,ღელავს,ჩემს რწევას უყურებსდა ვგრძნობ, რომ ამბობს:რა ახალგაზრდაა ჩემი ბიჭუნა,მე კი დავბერდი!
1958ოდესა