↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გაირბენს დრო

კრაწაშვილი დათო

2026-07-181 წთ საკითხავი439 ნახვა

—
გაირბენს დრო, ჩაივლის წყლები,საათი დარეკს, და ისიც მოვა.გამიფრინდება ბავშვობის წლები,მოვა ზაფხული და შემოდგომა.
შემოდგომაზე დავხატავ სურათსდა მე ეს ტილო გამოთქვამს სახელს,დაველოდები მერე ცივ ზამთარს,და მაინც ბოლო ნახატი მამხელს .
მოვა ზამთარი, გამოიცვლებით,ჩაიძირებით მოგონებებში…ოთახშიჩუმად გარდავიცვლებიჩემი პალიტრით და ფუნჯით ხელში.
გასვენების დღეს იქნება წვიმა.წვეთები უკვე წუწუნს იწყებენ,მიმაბარებენ თბილისის მიწასდა მერე ალბათ… დამივიწყებენ…

კრაწაშვილი დათო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი