↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ტრიო

მარღია ელგუჯა

2022-01-181 წთ საკითხავი966 ნახვა

—
ნოდარ ტაბიძეს
გალაკტიონთან ერთადდა ტიციანის გვერდით…წელგამართული მეტად,ხართ მადლიერი ხვედრის.ასეთი არის ბედი,უფლის რჩეულთა ბედი…რასაც კი ინატრებდა,ამქვეყნად არაერთი…ქმნის უკვდავების ტრიოს,ტაბიძეების ჯიში…და ზმანებებში რიონს,ხელებში აჰყავს ჭყვიში…გეძახით, როგორც ადრე,სიყრმის ფერადი ვანი…სადაც ამაღლდა ცამდე,პატარა ეზო-კარი…როგორც დაღლილი დენდი,გაეპარებით ქალაქს…იქ, რიონისპირ დედა,ისევ დაეძებს გალას…თქვენ ის ძახილიც გესმით:,,სადა ხარ გატუნია”…ღამით აბოდებს ლექსი,ფშანში გატრუნულ ნიავს…ბუდობს გარშემო სათნო,დაუვიწყარი ხმები…და განა ღვინო გათრობთ,მარადისობით თვრებით…იქ კიპარისი ღელავს,მთვარე ანათებს ბადრი…და იღვენთება ნელა,გულსმოწოლილი დარდი…წელგამართული მეტად,ხართ მადლიერი ხვედრის…გალაკტიონთან ერთადდა ტიციანის გვერდით.

მარღია ელგუჯა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი