პოეზია · ლირიკა
სამების ლავრა
ძლივს დაგიტია ოცნების თვალმა_სამების ლავრა,მესმის ქართულად Gღვთისმშობლის ნანადა გუმბათიდან მოდის მანანა..…………………………………………ღიმილო ჩემო, დიდო, მაღალო,ამაღამ ლოცვით უნდა დამღალო,და უსასრულო სახელი შენიყელში რძესავით ჩამომაღვარო...მიწის ქვეშ გულის გული ანთია,აქA ქვაფენილიც კი გუმბათია,ტერფები გრძნობენ სიტფოს სხვა ტაძრის,იქ სურნელია ლიბანის ნაძვის.რა თვალი დათვლის ჩუქურთმას ქართულს,დგება ხის ტანში ძველი იოტა,ამ ასოებმა ისე ითმინეს,როგორც ითმინა დიდმა იობმა.ძველი ,,ხარი’’-ვით დაირხა ხელი,როცა მოჰქარგა ,,ჰოი’’ და ,,ეი’’,ძალიან ნელი ხდება დინება,დროის მდინარის, და მოთმინებაუ მ შ ვ ი დ ე ს ი ა,აქ მშვილდზე უფროუ მ შ ვ ი ლ დ ე ს ი აწყალობა შენი,ძირს ისრებივით რომ ეშვებიანსხივები მშველი,შენ ხარ საშველი,ყველა ჭრილობისერთად წამშლელი,_მე მჯერა შენი!და როგორც შველი,წყალს დავლევ შენიხელის პეშვიდან,როგორ მომშივდა დალოცვა შენი,და თბილი ხელის თავზე დადება,და დაბადება,წ ი წ ი ლ ა ს ა ვ ი თ,წკრიალი ზარისწ ი ნ წ ი ლ ა ს ა ვ ი თ,გულია ჩემი, ხეში ნაკვეთი ყველა იოტა,ამ ასოებმა ისე ითმინეს,როგორც ითმინა დიდმა იობმა!აქ, ტაძარშია სამშობლო ჩემი,ცა, მიწა, ერი...ბარი, მთა, ხევი.ძღვაა-ლაზური,და მზე_ვაზური..ჩვენ მოსამკელი ვართ თავთავები,და შენ მზესავით გეთვალთვალებით..მე მესმის როგორ შრიალებს ყანა,მესმის ქართულად ღვთისმშობლის ნანა..ძლივს დაგიტია ოცნების თვალმა_სამების ლავრა.!!!