პოეზია · ლირიკა
წმიდა ბარბარე
ღრუბლები, როგორც თეთრი ვარდები,გადაკვირტულან ცისფერ ყანაში,და მზე კალათით მიმოირწევაუმსუბუქესი ცის ყვავილნარში...მე და შენ ერთად ვუყურებთ ამას,ცისარტყელას ხიდს გაღმა — გამოღმა,დღეს შენი სუნთქვა მომართვა ნამმა,სული გაალღო, გამოალაღა!რა ლამაზია ქალწულის ლოცვა,თოვა სიტყვათა იაგუნდებით,როს მომწყურდები,ვიქცევი გუნდად,და შენს თბილ ღრუბლებსშევეგუნდები!გიმზერ და გიმზერ,გელი და გელი,ცის მტრედებს შენთან ამბორს ვაბარებ,და მეხმარება შენს მოლოდინში,თეთრი ქალწული — წმინდა ბარბარე!