პოეზია · ლირიკა
ლაზარე
ლაზარე, მოდიხარ მზიანი ტერფებით,აბლანდულ ბილიკებს სვეტად მოასწორებ,აჰა, ვაზის ჯვარი, სანაცვლოდ მტევნების,შენით გამოისხამს ზედ ქართულ ასოებს!
მე შენს შესახებლად ცეცხლიან ბედაურსდროის ულმობელი ლაგამი ავხსენი,ჩვენს შორის მზე ჩადგა, როგორც საიდუმლოშენც სიტყვის გენია მზის გულში გახსენი. . .
"ლაზარე"! _ ზარივით რეკენ ასოები,ქარმა ფრთა შემოჰკრა ილეკროს წინწილებს,სიტყვები, ვით სავსე ოქროს ტაროები,კალთაში მიყრიან თავიანთ სიმწიფეს!
ამ ყანას დაუსხამს ურიცხვი მარცვალი,ბგერებში საკმევლის სიო მოსურნელობს,ყველაზე ძვირფასს, ამქვეყნად რაც არის,შენ დასაბამიდან ათბობ და მზრუნველობ!
"ლაზარე!"_ გიგალობს სრული საქართველო,და მზის აკლდამიდან რძე თეთრად გადმოდის,ფეხზე წამოდექი, უჟამო ნათელო,უფალი მოგიხმობს: "ლაზარე, გამოდი"!